დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


გამოცემები

2025

სამეცნიერო მემკვიდრეობა IV - ცისანა აბულაძე

გამომცემელი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
რედაქტორი სერიის რედაქტორები - თამარ ოთხმეზური, მზია სურგულაძე მეოთხე ტომის რედაქტორები - მზია სურგულაძე, მარიკა ჯიქია
ISBN 978-9941-9851-6-4

აღწერა

კრებულში წარმოდგენილია ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, თურქოლოგ ცისანა აბულაძის სამეცნიერო სტატიები, რომლებიც წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ქართულ და უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში. მათში ასახულია მკვლევრის მრავალწლოვანი სამეცნიერო ინტერესები. აქ მკითხველი გაეცნობა ავტორის ენათმეცნიერულ, წყაროთმცოდნეობით და ისტორიოგრაფიულ ნაშრომებს, რომლებიც შუქს ჰფენენ შუა საუკუნეების საქართველოს მრავალფეროვან ურთიერთობებს თურქულ სამყაროსთან. მკითხველი გაეცნობა აგრეთვე ც. აბულაძის რეცენზიებს ქართველ თურქოლოგთა ცალკეულ გამოკვლებებზე, მის შემაჯამებელ ნაშრომებს საქართველოში თურქოლოგიის განვითარების მიმართულებათა შესახებ.